1. ნებადართულია მხოლოდ იმ ფეთქებადი მასალების, მათი საფუთავი საშუალებების, საამფეთქებლო მოწყობილობის, უმარტივესი გრანულირებული ან წყალშემცველი ფეთქებადი მასალების დამზადებისათვის საჭირო მანქანა-მოწყობილობის გამოყენება, რომლებიც დამზადებულია სტანდარტის (ტექნიკური პირობები) შესაბამისად და დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკუთარი საჭიროებისათვის (მოხმარებისათვის) ფეთქებად ნივთიერებათა ადგილებზე დამზადება უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ შედგენილი და დამტკიცებული უმარტივესი გრანულირებული ან წყალშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების დამზადების და უსაფრთხო ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. საქარხნო წესით დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებები მექანიზებული დამუხტვისათვის უნდა მომზადდეს საწარმოს მიერ შედგენილი და დამტკიცებული ინსტრუქციის, ან ობიექტზე არსებული ფეთქებადი ნივთიერებების მომზადების და სხვა საპროექტო  საექსპლუატაციო დოკუმენტების შესაბამისად.

4. ფეთქებადი მასალები მიეკუთვნება საშიშ ნივთიერებათა I კლასს და მათი ბრუნვისას (შენახვა, გადაზიდვა, ადგილებამდე მიტანა, გამოყენება და ა.შ.) შეთავსებადობა  განისაზღვრება სტანდარტის შესაბამისად.

5. კონკრეტული ფეთქებადი მასალების შეთავსებადობის ჯგუფი უნდა განსაზღვროს დამამზადებელმა და დაამტკიცოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელმა ორგანიზაციამ. შედეგები ასახული უნდა იყოს შესაბამისი ფეთქებადი მასალების გამოყენების ინსტრუქციებში (სახელმძღვანელოებში).

6. შეთავსებადობის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფის ფეთქებადი მასალების  გადაზიდვა და შენახვა  უნდა განხორციელდეს  სტანდარტის შესაბამისად.

7. გამოყენების პირობების მიხედვით ფეთქებადი ნივთიერებები იყოფა კლასებად სტანდარტის შესაბამისად.

8. ფეთქებადი მასალების გამოყენების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტით და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9. ფეთქებადი მასალების შეფუთვა და ნიშანდება უნდა განხორციელდეს სტანდარტის შესაბამისად.

10. აკრძალულია დენთთან მუშაობა საწყობებში (საცავებში) ისეთი ფეხსაცმელებით, რომლებსაც ლანჩებსა და ქუსლებზე აქვთ ლითონის ნაწილები. ხელსაწყოები და სხვა ლითონური ინვენტარი დამზადებული უნდა იყოს მასალებისაგან, რომლებიც არ იძლევიან ნაპერწკალს. ფოლადისაგან შეიძლება დამზადდეს მხოლოდ სახრახნისი.

11. ვაზნებში ან ტომრებში მოთავსებული ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული ფხვნილისებრი ფეთქებადი ნივთიერებები გამოყენების წინ ისე უნდა გაფხვიერდეს, რომ არ დაზიანდეს მათი გარსაცმები.

12. აკრძალულია სტანდარტებით (ტექნიკური პირობებით) და გამოყენების ინსტრუქციებით დადგენილ ნორმებზე მეტად დატენიანებული  ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება.

13. შეტკეპნილი ფხვნილისებრი ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც არ შეიცავენ ჰექსოგენსა და ნიტროეთერებს, უნდა გაფხვიერდეს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში (მაღაროებში) ან ღია სამთო სამუშაოებზე.

14. ჰექსოგენისა და თხევადი ნიტროეთერების შემცველი შეტკეპნილი ფეთქებადი ნივთიერებები დაქუცმაცების გარეშე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ღია სამუშაოებზე.

15. დაზიანებულგარსაცმიანი დავაზნული ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებში აკრძალული