1. სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში ფეთქებადი მასალები უნდა ინახებოდეს სეიფებიან სათავსში ან სათავს-სეიფში. ასეთ სათავსების კედლები და გადახურვა უნდა იყოს  უწვავი მასალებისაგან. ფეთქებადი მასალების შესანახად განკუთვნილი სათავსის მოსაზღვრე ოთახებში, აგრეთვე მის ზემოთ და ქვემოთ განლაგებულ სათავსებში არ უნდა იყოს ხალხის მუდმივი სამუშაო ადგილები. ოთახები მეზობელი სათავსისაგან გამოყოფილი უნდა იყოს, სულ ცოტა, 25 სმ სისქის კაპიტალური, ბეტონის ან აგურის კედლით. სათავსების კარი უნდა დამზადდეს  მასალისაგან, რომლის ზღვრული ცეცხლმედეგობა არ უნდა იყოს 45 წუთზე ნაკლები.

2. აფეთქების საშუალებების შესანახი სეიფი შიგნიდან ამოგებული უნდა იყოს რბილი მასალით. იგი უნდა იყოს დამიწებული და განლაგებული ფეთქებადი ნივთიერებების სეიფიდან, სულ ცოტა, 2 მეტრის დაშორები