1. საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე ფეთქებადი ნივთიერებების მტვრითა და შხამიანი პროდუქტებით მოწამვლის, აგრეთვე, ფეთქებადი ნივთიერებების მტვრის აფეთქების თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ღონისძიებათა კომპლექსი.

2. საამფეთქებლო სამუშაოს უნდა ასრულებდეს ამფეთქებელი, ტექნიკური ზედამხედველის ხელმძღვანელობით. სამუშაო უნდა სრულდებოდეს წერილობითი განწესისა და განწეს-საგზურის საფუძველზე, რომლის მიღება უნდა დაადასტუროს ამფეთქებელმა ხელმოწერით. საამფეთქებლო სამუშაოს ჩატარება ნებადართულია მხოლოდ ისეთ ადგილებში, რომლებიც აკმაყოფილებს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. წერილობითი განწესის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ ფეთქებადი ნივთიერებების განადგურებისა და ავარიული სიტუაციების თავიდან ასაცილებელი საამფეთქებლო სამუშაოს ჩატარება.

4. საშიში ზონის ფარგლებში რამდენიმე ამფეთქებლის ერთდროული მუშაობისას ერთ-ერთი მათგანი უნდა დაინიშნოს უფროსად. განკარგულებები მან უნდა გადასცეს წინასწარ დათქმული და ამფეთქებლებისათვის ცნობილი სიგნალებით.

5. სამუშაოს შესრულებისას ამფეთქებელს უნდა ეცვას სპეცტანსაცმელი, ჰქონდეს საწარმოს მიერ გაცემული საათი და საჭირო ხელსაწყოები. რამდენიმე ამფეთქებლის ერთად მუშაობისას საათი შეიძლება ჰქონდეს უფროს ამფეთქებელს.

6. ელექტროდეტონატორებთან მომუშავე ამფეთქებელს უნდა ეცვას ისეთი სპეცტანსაცმელი, რომელიც არ იმუხტება ელექტროსტატიკური მუხტით საშიშ პოტენციალამდ