1. მექანიზებული დამუხტვისას ნებადართულია მხოლოდ ამ მიზნისთვის დაშვებული ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება.

2. მექანიზებული დამუხტვა უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გვირაბებში ფეთქებადი ნივთიერებების მექანიზებული დამუხტვის ტიპიური ინსტრუქციების შესაბამისად ან დასამუხტი მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციებისა და შესაბამისი ფეთქებადი მასალების გამოყენების სახელმძღვანელო დებულებების საფუძველზე.

3. ალუმინ და ტროტილშემცველი ფხვიერი, გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების პნევმოდამუხტვისათვის ფეთქებად ნივთიერებებს უნდა დაემატოს ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენების სახელმძღვანელო დებულებებსა და დასამუხტი მოწყობილობის ექსპლუატაციის ინსტრუქციებში ნაჩვენები რაოდენობის წყალი, ან სპეციალური მასველებელი ხსნარი.

4. ფხვიერი, გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების პნევმატიკური ტრანსპორტირება დასაშვებია ფეთქებადი ნივთიერებების დამატებითი დატენიანების ან დასველების გარეშე. ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მტვერთან ბრძოლის სხვა ღონისძიებები, რათა გამოირიცხოს მტვრის აფეთქება და ხალხის მოწამვლა.

5. მექანიზებული დამუხტვისათვის გამოყენებული უნდა იყოს, არაუმეტეს 104 ომ·მ კუთრი ელექტრული წინაღობის მქონე მასალებისაგან დამზადებული მილსადენები (შლანგები). მილსადენებს (შლანგებს) უნდა ჰქონდეთ განმასხვავებელი ნიშნები. დასამუხტ მილსადენებად შეიძლება გამოყენებული იქნეს 5 მეტრამდე სიგრძის ანტიკოროზიული მასალისგან დამზადებული ლითონის მილები, რომლებიც არ იძლევიან ნაპერწკალს დარტყმისა და ხახუნის დროს. პნევმოდამუხტვის (პნევმოტრანსპორტირების) გამოყენებისას დამმუხტი (სატრანსპორტო) სისტემა დამიწებული უნდა იყოს. აკრძალულია მილსადენების მოღუნვა 0,6 მეტრზე ნაკლები რადიუსით.

6. აკრძალულია ფხვიერი, გრანულირებული ფეთქებადი ნივთიერებების პნევმატიკური ტრანსპორტირება, აგრეთვე, შპურებისა და ჭაბურღილების დამუხტვა, თუ დანადგარის ოპერატორსა და ამფეთქებელს შორის მანძილი 20 მეტრს აღემატება, ან თუ ისინი ვერ ხედავენ ერთმანეთს და მათ შორის ორმხრივი კავშირი დარღვეულია. პნევმოტრანსპორტირების ან პნევმოდამუხტვის პროცესში გამოყენებული უნდა იყოს წინასწარ დათქმული ბრძანებები.

7. გაბნეული და მტვერდამჭერებში შეკავებული ფეთქებადი ნივთიერებები უნდა შეგროვდეს და განადგურდეს.

8. არადამცავი ელექტროდეტონატორებით აფეთქებისას ისინი ვაზნაში (სარტყამ ვაზნაში) უნდა მოთავსდეს მექანიზებული დამუხტვის დამთავრებისა და დასამუხტი მოწყობილობის სანგრევიდან გატანის შემდეგ. სტატიკური ელექტრობის მუხტებისაგან საკმარისად დაცული ელექტროდეტონატორების გამოყენებისას სარტყამი ვაზნა შეიძლება მოთავსდეს ჭაბურღილის (შპურის) ძირზე. მექანიზებული დამუხტვის დაწყებამდე სარტყამი ვაზნის შემდეგ (მისი დაცვის მიზნით) ჭაბურღილში (შპურში) ხელით უნდა ჩაიდოს არანაკლებ ერთი ვაზნისა.

9. დამუხტვის დამთავრების შემდეგ აუცილებელია დასამუხტი მოწყობილობისა და მილსადენების გაწმენდა მათში ჩარჩენილი ფეთქებადი ნივთიერებებისაგან.

10. ავტომანქანების ძარაზე დამონტაჟებული დასამუხტი მოწყობილობის ბაზა უნდა პასუხობდეს რეგლამენტის მოთხოვნებს.

11. სამუხტავი მოწყობილობის, გადამზიდ-სამუხტავი მანქანების, სამუხტავებისა და მექანიზებული დამუხტვისათვის გამოყენებული სხვა საშუალებების რემონტი უნდა წარმოებდეს მხოლოდ ამ მიზნებისათვის მოწყობილ სათავსებში (სამთო გვირაბებში).

თავი XIII. მასობრივი აფეთქებების წარმოე