1. ტექნიკური მიზეზით (ასაფეთქებელი ქსელის დაზიანება და სხვ.) მუხტის აუფეთქებლობის ყველა შემთხვევა უნდა ჩაითვალოს მტყუნებად.
2. მტყუნების აღმოჩენის შემდეგ მიწის ზედაპირზე მუშაობისას ამფეთქებელმა აუფეთქებელ მუხტთან უნდა დადგას განმასხვავებელი ნიშანი, მიწისქვეშა გვირაბებში - სანგრევში შესვლის ამკრძალავი ნიშანი და შეატყობინოს ტექნიკურ ზედამხედველს.
3.მტყუნებების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის, მიწის ზედაპირზეც, უნდა ხელმძღვანელობდეს ტექნიკური ზედამხედველი მის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე.
4. მტყუნების ადგილებში აკრძალულია ისეთი სამუშაოების წარმოება, რომელიც არაა დაკავშირებული მტყუნების ლიკვიდაციასთან. ნახშირის შახტებში მტყუნების ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებამდე მონგრეული ნახშირი გატანილი უნდა იქნეს სანგრევიდან.
5. ნამტყუნებ მუხტში აღმოჩენილი ელექტროდეტონატორის სადენები მოკლედ უნდა შეირთოს.
6. ნამტყუნები მუხტის სალიკვიდაციოდ განკუთვნილი მუხტის აფეთქების შემდეგ აუცილებელია გულდასმით გაისინჯოს აფეთქებული მასა და შეგროვდეს აუფეთქებელი ფეთქებადი მასალა, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მუშების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ტექნიკური ზედამხედველის მიერ განსაზღვრული სიფრთხილის ზომების დაცვით. ლიკვიდაციის შემდეგ აღმოჩენილი ფეთქებადი მასალა უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
7. თუ ნამტყუნები მუხტის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ დამთავრდა მოცემულ ცვლაში, ისინი შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ცვლაში, რაც უნდა დაფიქსირდეს განწეს-საგზურში, ხოლო მუშების დაშვება სამუშაო ადგილებზე უნდა მოხდეს იმ ტექნიკური ზედამხედველის ნებართვით, რომლის ცვლაშიც მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები.
8. მასობრივი აფეთქებისას ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტებით.
9. ნამტყუნები გარე მუხტის ლიკვიდაციისათვის მას უნდა დაედოს ახალი მუხტი და აფეთქდეს ჩვეულებრივი წესი