1. ფეთქებადი მასალები უნდა შეირჩეს სანგრევში (გვირაბში) მუშაობის საფრთხის დონის, აფეთქების პირობებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით. შერჩეული ფეთქებადი მასალების ნუსხა დამოწმებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.
2. გამოყენების მიხედვით სხვადასხვა კლასის არამცველი ფეთქებადი ნივთიერებები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. აკრძალულია ამფეთქებელზე სხვადასხვა სანგრევისათვის, სხვადასხვა კლასის ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვადასხვა დაყოვნების ელექტროდეტონატორების ერთდროულად გაცემა.
4. თუ ქანების მონგრევისათვის გამოიყენება არადამცავი ფეთქებადი ნივთიერებები, ამფეთქებელს ერთი სანგრევისათვის შეიძლება მიეცეს სხვადასხვა მუშაობის უნარის მქონე დამცავი და არადამცავი ფეთქებადი ნივთიერება. ასეთ შემთხვევაში, მან დაბალი მუშაობის უნარის მქონე ფეთქებადი ნივთიერება უნდა გამოიყენოს მხოლოდ კონტურული შპურების დასამუხტა