1. ნავთობის შახტებში საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება დასაშვებია:
ა) მხოლოდ ისეთ სანგრევებში, რომლებიც ნიავდება ჰაერის სუფთა ნაკადით, ხოლო ფეთქებადი გაზების კონცენტრაცია „ნავთობის საბადოების შახტური მეთოდებით დამუშავების უსაფრთხოების წესებში“ მითითებული ნორმების ფარგლებშია;
ბ) არანაკლებ III კლასის ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენებით;
გ) მუხტების მყისი და მცირედ დაყოვნებული მოქმედების დამცავი ელექტროდეტონატორების გამოყენებით. მცირედ დაყოვნებული ელექტროდეტონატორების დაყოვნების დრო არ უნდა აღემატებოდეს 220 მწმ-ს.
დ) პროდუქტიულ ფენაში დამცავი გარემოს გამოყენებით.
2. საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება ტექნიკური ზედამხედველი პირის თანდასწრებით.
3. უშუალოდ შპურების დამუხტვისა და მუხტების აფეთქების წინ, როგორც ტექნიკურმა ზედამხედველმა, ასევე ამფეთქებელმა სანგრევთან, მის მიმდებარე გვირაბებში 20 მეტრის მანძილზე და ამფეთქებლის თავშესაფარში უნდა გაზომონ ფეთქებადი გაზების შემცველობა.
4. პროდუქტიულ ფენაში საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია საამფეთქებლო სამუშაოების ნებართვის შესახებ ადგილზე გააკეთოს ჩანაწერი ამფეთქებლის განწეს-საგზურში.
5. აკრძალულია ისეთი შპურების დამუხტვა, რომლებიდანაც მსუბუქი ნავთობი ან გაზი გამოიყოფა. ეს შპურები თიხით უნდა ამოივსოს. სანგრევში და მის მიმდებარე გვირაბებში 20 მეტრის მანძილზე მსუბუქი ნავთობის ნაჟონი უნდა მოშორდეს და უნდა დაიფაროს ქვიშით.
6. დამუხტვის პირობები, ფეთქებადი ნივთიერებების მასა და საცობის სიგრძე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) პროდუქტიულ ფენაში შპურის სიღრმე უნდა იყოს 1 მეტრზე მეტი;
ბ) 1-დან 1,5 მეტრამდე სიღრმის შპურები ფეთქებადი ნივთიერებით ივსება შპურის სიგრძის არა უმეტეს ნა-ხევრისა. დარჩენილი ნაწილი ივსება საცობი მასალით;
გ) 1,5 მეტრზე მეტი სიგრძის შპურებში ფეთქებადი ნივთიერებით ივსება მათი სიგრძის არა უმეტეს 2/3-ისა. დარჩენილი ნაწილი ივსება საცობი მასალით;
დ) ფეთქებადი ნივთიერების ვაზნები შპურში ეწყობა 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
ე) სანგრევში რამდენიმე გაშიშვლებული სიბრტყის არსებობისას, უმცირესი წინაღობის ხაზი თითოეული გაშიშვლებული სიბრტყის მიმართ, პროდუქტიულ ფენში 0,5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფუჭ ქანში დასაშვებია 0,3 მეტრი;
ვ) მოსაზღვრე შპურებს შორის მანძილები უნდა შეესაბამებოდეს 70-ე მუხლის მე-7 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს.
7. პროდუქტიული ფენის ყველა სანგრევი აღჭურვილი უნდა იყოს ორი სარწყავი მოწყობილობით, რომლებიც მიერთებულია ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენთან, სანგრევიდან არა უმეტეს 8 მეტრის მანძილზე. წყალგამფრქვევები მოქმედებაში მოდის მუხტების აფეთქებამდე 5 წუთით ადრე.
თავი XXIII. სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში ობიექტები (მაღაროები, შახტები, გვირაბები და სხვა
მუხლი 76. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის
თავი XXII — ნავთობის შახტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. უსაფრთხო მანძილი შემინვისათვის
- მუხლი 71. მუხტების აფეთქება
- მუხლი 72. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტებისათვის
- მუხლი 73. სახიფათო ზონა
- მუხლი 74. ფენების გახსნა და სანგრევები
- მუხლი 75. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)
- მუხლი 77. დამატებითი მოთხოვნები სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის მხრივ საშიში ობიექტებისათვის
- მუხლი 78. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
- მუხლი 79. ჭაბურღილისებრი, ქვაბისებრი და კამერული მუხტები
- მუხლი 80. საამფეთქებლო სამუშაოები სეისმოდაზვერვისას
- მუხლი 81. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუშაოები ნავთობიან, გაზიან და წყლიან ჭაბურღილებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 76, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-76/