1. განსაკუთრებელი დანიშნულების (ობიექტები მაიონებელი გამოსხივების წყაროებითა და დანადგარებით, ელექტროსადგურები, რკინიგზები და საავტომობილო გზები, წყლით სავალი გზები, ელექტროგადაცემის ხაზები, ქვესადგურები, ქარხნები, რკინიგზის სადგურები, პორტები, ნავმისადგომები, მიწისქვეშა ნაგებობები, სატელეფონო ხაზები) ობიექტების სიახლოვეს საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმების საფუძველზე.
2. საამფეთქებლო სადგური საშიში ზონის გარეთ უნდა განლაგდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მოეწყოს სპეციალური თავშესაფრები (ბლინდაჟები და ა.შ.), რომელთა განლაგების ადგილები განისაზღვრება პროექტით ან პასპორტით.
3. ხელოვნური ან ბუნებრივი თავშესაფრები ისე უნდა მოეწყოს, რომ საიმედოდ დაიცვას საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლები როგორც აფეთქების ტალღის, ისე შხამიანი გაზების ზემოქმედებისაგან. თავშესაფრებთან მისასვლელი გზები არ უნდა იყოს ჩახერგილი.
4. თუ ასაფეთქებლად მომზადებული მუხტები განლაგებულია აღმოსაჩენად რთულ ადგილებზე (ბუჩქნარი და ა.შ.), ხოლო მათი აფეთქება გათვალისწინებულია ცეცხლოვანი ხერხით, მუხტებთან უნდა დაიდგას განმასხვავებელი ნიშნები
მუხლი 78. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
თავი XXIV — დამატებითი მოთხოვნები სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 72. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტებისათვის
- მუხლი 73. სახიფათო ზონა
- მუხლი 74. ფენების გახსნა და სანგრევები
- მუხლი 75. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)
- მუხლი 76. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის
- მუხლი 77. დამატებითი მოთხოვნები სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის მხრივ საშიში ობიექტებისათვის
- მუხლი 79. ჭაბურღილისებრი, ქვაბისებრი და კამერული მუხტები
- მუხლი 80. საამფეთქებლო სამუშაოები სეისმოდაზვერვისას
- მუხლი 81. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუშაოები ნავთობიან, გაზიან და წყლიან ჭაბურღილებში
- მუხლი 83. საამფეთქებლო სამუშაოები ჭაობებში
- მუხლი 84. არხების და თხრილების შექმნა აფეთქებით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 78, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-78/