1. მაღაროს უნდა ჰქონდეს:
ა) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები, დამუშავების ტექნოლოგიური სქემები, სამთო სამუშაოების განვითარების წლიური გეგმა, ვენტილაციის, წყალამოღვრის, ტრანსპორტისა და ელექტრომომარაგების სქემები;
ბ) სამარკშაიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია;
გ) ზედაპირის სიტუაციური გეგმა ყველა ობიექტის და ნაგებობის ჩვენებით;
დ) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა, შედგენილი სტანდარტით განსაზღვრული ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელსაც უნდა გაეცნონ მაღაროს სპეციალისტები და მომსახურე პერსონალ