1. მაღაროს მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, კონსერვაციის და ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელია სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია.

2. მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები უნდა შეიცავდეს გვირაბების გაყვანა-გამაგრებასთან, ამოსაღები უბნებისა და საწმენდი სანგრევების გახსნასა და მომზადებასთან, ამწევ დანადგარებთან, სამთო მანქანებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან, განიავებასა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, აგრეთვე, მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნებს, ავარიის და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს.

3. საწმენდი სანგრევების მომზადება, სამთო გვირაბების გაყვანა და რემონტი უნდა განხორციელდეს არსებული პროექტის შესაბამისად, ხოლო მექანიზმების დაყენება _ მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სქემებით.

4. მაღაროში ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის საქართველოს კანონის “წიაღის შესახებ” შესაბამისად საწარმო ვალდებულია შექმნას სამთო-სამაშველო სამსახური ან სახელშეკრულებო საწყისებზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო სამსახურის მომსახურები