1. მიმღები ბუნკერი, საყირავი, სკიპის დამტვირთავი და განმტვირთავი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციის და ჰაერის გაწმენდის საშუალებებით, აგრეთვე, სამთო მასის გაბნევისა და მისი ამტვერების საწინააღმდეგო მოწყობილობით.

2. აკრძალულია სუფთა ჰაერის მიწოდება იმ ჭაურით, რომელიც აღჭურვილია სასკიპე აწევით ან საყირავი გალით, აგრეთვე, ამოსაღები უბნის საზღვრებს გარეთ, ლენტური კონვეიერებით აღჭურვილი დახრილი ჭაურითა და გვირაბი