1. სავენტილაციო ჭავლების მოკლედ შერთვის (შერევის) თავიდან აცილების და რევერსირების უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოეწყოს რაბები, კროსინგები და ყრუ ზღუდარები. ჭაურებს (ჰაერის მიმწოდს და გამწოვს) შორის შემაერთებელ და სავენტილაციო ჭავლის დამოკლების საწინააღმდეგოდ გვირაბებში მოწყობილი რაბები აგებული უნდა იყოს უწვავი მასალისაგან.

2. სავენტილაციო კარი უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ყველა სავენტილაციო კარი (მათ შორის სარევერსო) უნდა იყოს თვითდაკეტვადი და მუდმივად დახურული. იმ გვირაბებში, სადაც წარმოებს ინტენსიური ზიდვა (ცვლაში 6 და მეტი შემადგენლობა), კარი უნდა იღებოდეს და იხურებოდეს ავტომატურად ან დისტანციურად.

4. აკრძალულია კარიანი სავენტილაციო ნაგებობის დაყენება დახრილ საზიდ გვირაბში. სავენტილაციო ნაგებობა, რომელიც მოწყობილია საზიდი გვირაბის ქვევით, დაცული უნდა იყოს ბარიერი