1. მტვრის აფეთქების მხრივ საშიში ფენების დამუშავებისას, ახალი და სარეკონსტრუქციო შახტების (ჰორიზონტების), აგრეთვე, ბლოკის, პანელის, ამოსაღები ველის პროექტები, ამოსაღები უბნის, გვირაბის გაყვანა-გამაგრების პროექტები უნდა შეიცავდეს მტვერთან ბრძოლის სპეციალურ ნაწილს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მტვრის აფეთქების თავიდან აცილების ხერხები, ლოკალიზაციის პარამეტრები და მტვერაფეთქებადაცვის ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების გაანგარიშება.

2. მიმღები ბუნკერი, საყირავი (ვაგონის ამომყირავებელი), სკიპის დამტვირთავი და განმტვირთავი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციის და ჰაერის გაწმენდის საშუალებებით, აგრეთვე, სამთო მასის გაბნევისა და მისი ამტვერების საწინააღმდეგო მოწყობილობით.

3. აკრძალულია სუფთა ჰაერის მიწოდება იმ ჭაურით, რომელიც აღჭურვილია სასკიპე აწევით ან საყირავი გალით, აგრეთვე, ამოსაღები უბნის საზღვრებს გარეთ ლენტური კონვეიერებით აღჭურვილი დახრილი ჭაურითა და გვირაბით.

4. აკრძალულია გვირაბგამყვანი და სხვა სამთო მანქანების ექსპლუატაცია აფეთქებადამცავი მორწყვის სისტემის გარეშე აფეთქებასაფრთხიან ფენებში, აგრეთვე სამთო სამუშაოების წარმოება მტვერჩამხშობი საშუალებების გარეშე ან მათი უწესივრობისა