1. სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარის  (ძრავის ბრუნთა რიცხვის წინაღობებით რეგულირებადი)  ამძრავი აღჭურვილი უნდა იყოს დინამიკური დამუხრუჭების სისტემით და მისი სქემის დარღვევისას უნდა ჩაირთოს დამცავი მუხრუჭი.

2. ამწევი მანქანა და ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს აპარატით (ინდიკატორით), რომელიც მემანქანეს უჩვენებს ჭაურში ჭურჭლების განლაგებას.

3. ამწევ მანქანას და ჯალამბარს უნდა ჰქონდეს მუშა და დამცავი მუხრუჭები და შესაძლებელი უნდა იყოს მათი დამოუკიდებლად ჩართვა.

4.  სტანდარტის  მოთხოვნებს უნდა შეესამამებოდეს:

ა) სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი მანქანის დოლზე ბაგირის დახვევის და მიმაგრების პირობები;

ბ) მუხრუჭის ამძრავის ტიპის მიუხედავად მუხრუჭის ამოქმედების დრო;

გ) ამწევ  დანადგარებზე გამოყენებული ბაგირების გამოცდისა და ექსპლუატაციის პირობები;

დ) საშახტო ამწევი დანადგარების საკიდი და მისაბმელი მოწყობილობის მონტაჟი და ექსპლუატაცია.

5. აკრძალულია ამწევი მანქანის ექსპლუატაცია  გაუმართავი საზომი (სიჩქარის, წნევის და სხვა) ხელსაწყოებით.

6. გვირაბგასაყვან სამუშაოებზე გამოყენებული ჯალამბრები აღჭურვილი უნდა იყოს ბაგირის დაჭიმულობის გადამეტებისგან  დაცვის საშუალებით.

თავი XI. საშახტო ტრანსპორ