1. საელმავლო ზიდვისას შემადგენლობის და მომუშავეთა უსაფრთხოებისათვის  უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) საელმავლო ზიდვისათვის განკუთვნილი ჰორიზონტალური გვირაბის, დახრა ნორმების შესაბამისად;

ბ) მატარებლის შემადგენლობის სამუხრუჭო მანძილის უსაფრთხო სიდიდე მაქსიმალურ დახრაზე ტვირთის გადატანისას და ხალხის გადაყვანისას;

გ) ელმავლის შემადგენლობის ბოლოში ჩაბმის შემთხვევაში გვირაბის უბნის საკმარისი სიგრძე და ელმავლის სიჩქარე მანევრირებისას დადგენილი ნორმებით;

დ) კონტაქტური ელმავლებით ზიდვისას ქსელში მისაწოდებელი ძაბვის უსაფრთხო სიდიდე;

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. ელმავალი მოძრაობის დროს უნდა იყოს შემადგენლობის თავში, მატარებლის ბოლო ვაგონეტზე დაყენებული უნდა იყოს სანათი წითელი შუქით. ხოლო თუ ელმავალი გადაადგილდება ვაგონეტების გარეშე,  ელმავლის უკანა ნაწილზე (სვლის მიმართულებით) უნდა დაიდგას  წითელი შუქის სანათი მოწყობილობა.

3.  ელმავალის შემადგენლობის ბოლოში ჩაბმისას, სვლის მიმართულებით პირველი ვაგონეტის წინა გარე კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ჩართული სპეციალური სანათი თეთრი შუქით.

4. აკრძალულია ელმავლის ექსპლუატაცია:

ა) ელმავალზე მოწყობილობის აფეთქებაუსაფრთხოების დარღვევისას;

ბ) თუ ელმავლის ბატარეის/აკუმულატორის  ყუთის სახურავი მოხსნილია ან მისი საბლოკირებელი მოწყობილობა გაუმართავ მდგომარეობაშია;

გ) ელექტრომოწყობილობის, საბლოკირებელი მოწყობილობის და დაცვის საშუალებების, სიჩქარის საზომების გაუმართაობისას;

დ) მუხრუჭების და გადასაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას;

ე) ჩამქრალი ან გაუმართავი ფარებით და გაუმართავი სასიგნალო მოწყობილობი