1. კონტაქტური ან/და აკუმულატორული ელმავლით ზიდვისას აუცილებელია მოეწყოს:
ა) საელმავლო წევის ქვესადგურებში და დასამუხტ კამერებში მოკლე შერთვისაგან დაცვა დროის დაყოვნების გარეშე;
ბ) კონტაქტური ელმავლით ზიდვისას ელექტრული წინააღმდეგობის შესამცირებლად ლიანდაგზე რელსების მაერთებლები;
გ) კონტაქტური ელმავლით ზიდვისათვის განკუთვნილ დენგამტარ რელსებთან ისეთი რელსების შეხების ადგილების იზოლირება, რომლებიც არ არის განკუთვნილი კონტაქტური ზიდვისათვის.
დ) საკონტაქტო სადენის ქსელი გვირაბებში და სამრეწველო მოედნების ტერიტორიაზე რელსის თავიდან უსაფრთხო მანძილზე.
ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს სტანდარტის ნორმების შესაბამისად.
2. საკონტაქტო ქსელში ძაბვის რამდენიმე ქვესადგურიდან მიწოდების შემთხვევაში, მისი თითოეული უბანი, რომელიც ცალკე ქვესადგურიდან იღებს კვებას, სხვებისგან უნდა იყოს იზოლირებული.
3. გვირაბების იმ უბნებზე სადაც მიმდინარეობს სარემონტო, ზომაგრძელი მასალების და მოწყობილობების ჩამოტვირთვა (დატვირთვის) სამუშაოები, ასევე დასაჯდომ ბაქნებზე ადამიანების ჩასხდომის (გადმოსვლის) დროს, საკონტაქტო სადენებზე უნდა მოიხსნას ძაბვა.
4. იმ გვირაბების გადაკვეთებზე, რომლებითაც ადამიანები გადაადგილდებიან აგრეთვე სხვა გვირაბებიდან ადამიანების გამოსვლის ადგილებში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონტაქტო სადენის უბნის გამორთვის საშუალებები.
5. ელმავლის აკუმულატორების დამუხტვისას და ექსპლუატაციისას აკრძალულია:
ა) აკუმლიატორთა ბატარეების დამუხტვა სპეციალურად მოწყობილი კამერების და ელმავლიდან მოხსნის გარეშე, გარდა ახალი ჰორიზონტების მომზადებისას, როდესაც სპეციალური დასამუხტი კამერები არაა მოწყობილი;
ბ) შახტში აკუმულატორთა დამუხტვისას ბატარეის იზოლაციის წინაღობის კონტროლი წინაღობის კონტროლის მოწყობილობის გარეშე;
გ) აფეთქებაუსაფრთხო ელმავლის ბატარეის ყუთის ჰაერში წყალბადის შემცველობის გაზრდა აფეთქებასაშიშ ზღვრამდე;
ამ პუნქტით გათვალისწიმებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს სტანდარტის ნორმების შესაბამისად.
6. აირისა და მტვრის მხრივ საშიშ შახტებში, თუ აკუმულატორიანი ელმავლის რემონტი დაკავშირებულია მისი ელექტრომოწყობილობის გახსნასთან, სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ფარეხშ