1. შახტში გადასატანი საკომპრესორო სადგური უნდა დამონტაჟდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი პროექტის მიხედვით.
2. მიწისქვეშა გადასატან კომპრესორს უნდა ჰქონდეს თბური დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს კომპრესორის ამორთვას ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებული მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურის გადამეტებისას.
3. მიწისქვეშა გადასატანი საკომპრესორო დანადგარი უნდა განლაგდეს, გვირაბის სუფთა ჰაერის ჭავლიან და უწვავი მასალით გამაგრებულ ჰორიზონტალურ ადგილებში. სამაგრის განლაგება (გავრცელება) საკომპრესორო დანადგარის ორივე მხარეს და მანძილი ნახშირის სატვირთავ ადგილებამდე უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.
4. საკომპრესორო დანადგარის განლაგების ადგილზე ძალური და კავშირგაბმულობის კაბელები დაცული უნდა იყოს შესაძლო ავარიებით გამოწვეული ზიანისაგან.
5. აკრძალულია გადასატანი მიწისქვეშა საკომპრესორო დანადგარის ჩართვა და მუშაობა:
ა) დანადგარის განლაგების ადგილზე მეთანის ერთ პროცენტზე მეტი შემცველობისას;
ბ) გაუმართავი თბური დაცვით;
გ) მწარმოებლურობის რეგულატორის, დამცავი სარქვლების, მანომეტრების და თერმომეტრების გაუმართაობისას;
დ) საპოხი მასალის გაჟონვისაგან;
ე) კომპრესორის ხრახნის უკუბრუნვისას;
ვ) საჰაერო და ზეთის ფილტრების დაბინძურებისას (დახშობისას).
6. ჰაერსადენების შემაერთებელი მილტუჩების შუასადებად გამოყენებული მასალის თბომედეგობა უნდა უზრუნველყოფდეს მილსადენის გამართულ მუშაობას და უსაფრთხოებას.
კარი V
ელექტროტექნიკური მეურნეობა