1. აკრძალულია კონვეიერით აღჭურვილ დახრილ გვირაბში, ლიანდაგის დაგება და ჯალამბრის დაყენება, გარდა იმ  შემთხვევისა, როდესაც  ლიანდაგის დაგება და ჯალამბრის დაყენება აუცილებელია მხოლოდ ამ გვირაბების გაყვანისა და რემონტისათვის განკუთვნილი მასალებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირებისათვის, ასეთ შემთხვევებში კონვეიერის და ჯალამბრის ერთდროული მუშაობის გამოსარიცხავად დაყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ელექტრული ბლოკირება.

2. საკონვეიერო დანადგარის ექსპლუატაციის პროცესში  აკრძალულია:

ა) კონვეიერის რემონტი, მოძრავი დეტალების შეზეთვა და გაწმენდა;

ბ) ადამიანების გადაყვანა, ხე-ტყის, ზომაგრძელი მასალისა და მოწყობილობის გადატანა ამ მიზნით მოუწყობელი კონვეიერით;

გ) მოძრავი ლენტის არამექანიზებული ხერხით მიმართვა.

თავი XII. საკომპრესორო დანადგარე