1. გვირაბში აკრძალულია ზეთის ან სხვა საწვავი სითხის შემცველი ძალური ტრანსფორმატორის, საკომუტაციო და გამშვები აპარატის გამოყენება. მოთხოვნა არ ვრცელდება კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე, რომელიც დადგმულია საიმედო ცეცხლმედეგი სამაგრით გამაგრებულ კამერაში.

2. აკრძალულია ზეთით შევსებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის კამერის აგება პარალელურ გვირაბებს შორის.

3. კამერაში შესასვლელს, სადაც დადგმულია ზეთით შევსებული ელექტრომოწყობილობა, უნდა ჰქონდეს გისოსიანი და  მთლიანი ხანძარსაწინააღმდეგო კარი, ხოლო კარის ზღურბლის სიმაღლემ უნდა უზრუნველყოს დაღვრილი ზეთის კამერიდან არგადინება.  სხვა  კამერაში, სადაც განთავსებულია ელექტრული მანქანები და ქვესადგურები უნდა იყოს გისოსიანი   კარი ჩამკეტი მოწყობილობით. კამერაში მომსახურე პერსონალის არყოფნის შემთხვევაში კარი უნდა იყოს დაკეტილი.

4. ქვესადგურის და ელექტრომანქანის 10 მ-ზე მეტი სიგრძის კამერებს უნდა ჰქონდეს ორი გასასვლელი მაინც, ერთმანეთისგან  მაქსიმალურად  დაშორებულ  მანძილზე.

5. აკრძალულია გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურის დადგმა რელსებიან ქანობში, გარდა ქანობში შეჭრილი ნიშის და ჩიხური შესასვლელისა, რომელიც აღჭურვილია გადასატანი ქვესადგურის დაგორების საწინააღმდეგო მოწყობილობით.

თავი XV. ელექტრომოწყობილობის და ელექტრული მანქანების ექსპლუატაც