1. უბნის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურით, მანაწილებელ ქსელთან მიერთებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის გამოყენებით. დასაშვებია ერთ კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე რამდენიმე გადასატანი ქვესადგურის ან ტრანსფორმატორის მიერთება, რომლებითაც იკვებება უბნის ტექნოლოგიურად დაკავშირებული მანქანები. ცალკეულ შემთხვევებში უბნის ელექტრომომარაგება შეიძლება განხორციელდეს სტაციონარული საუბნო ქვესადგურიდან.
2. შახტის ზედაპირიდან უბანს ელექტროენერგია შეიძლება მიეწოდოს ჭაბურღილში გამავალი კაბელებით. ამასთან, საშახტო გადასატანი ქვესადგურის შახტის ზედაპირზე დაყენებისას მიღებული უნდა იქნეს მეხის ზემოქმედებისაგან დაცვის ზომები.
3. III და ზეკატეგორიის შახტის ჰაერის გამომავალჭავლიან გვირაბში დადგმული გადასატანი ქვედასადგურისა და ტრანსფორმატორის ქსელთან მისაერთებლად გამოყენებული უნდა იქნეს იზოლაციის კონტროლის (მიწასთან ფარდობით) მაფრთხილებელი აპარატებით და ნაპერწკალუსაფრთხო წრედების დისტანციური მართვით აღჭურვილი კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა. კომპლექტური მანაწილებელი და გამშვები მოწყობილობები უნდა დაიდგას სუფთა ჰაერისჭავლიან გვირაბებში ან კამერებში.
4. აკრძალულია ისეთი მართვის სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მანქანისათვის ძაბვის მიწოდება ერთდროულად ორი ან მეტი მართვის პულტიდან. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადგილობრივი განიავების ვენტილატორის მართვის სქემაზე.
5. ლავაში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვეიერის გაჩერების შესაძლებლობა კომბაინის მართვის და სპეციალური პულტებიდა