1. ჩამიწებას ექვემდებარება ელექტროდანადგარების ლითონური ნაწილები, აგრეთვე, ელექტრული დანადგარებით და გაყვანილობით აღჭურვილ გვირაბში განლაგებული მილსადენი, სასიგნალო გვარლი  და სხვ.

2. აირის და მტვრის მხრივ საშიშ შახტში სტატიკური ელექტრობის დაგროვებისგან დასაცავად ჩამიწებული უნდა იქნეს ცალკეული სავენტილაციო ლითონური მილსადენი და პნევმატიკურამძრავიანი ვენტილატორი. ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლითონურ სამაგრზე, დენგაუმტარ რელსზე, საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას გაწოვის კაბელის გარსზე და კაბელის  საკიდ ლითონურ მოწყობილობაზე.

3. გვირაბში უნდა მოეწყოს ჩამიწების საერთო ქსელი, რომელსაც უნდა მიუერთდეს ყველა ჩასამიწებელი ობიექტი.

4. ძაბვის სიდიდის მიუხედავად, ჩამიწების საერთო ქსელი უნდა შეიქმნას ლითონური გარსის და კაბელის ჩასამიწებელი ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთების და მთავარ და ადგილობრივ ჩამამიწებლებთან მათი მიერთების გზით.

5. საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას ჩამიწების საერთო ქსელს წევის ქვესადგურთან უნდა მიუერთდეს დენგამტარი რელსები, რომლებიც  საკონტაქტო ქსელის უკუსადენად გამოიყენება.

6. შახტში რამდენიმე ჰორიზონტის არსებობისას მთავარ ჩამამიწებლებს უნდა მიუერთდეს თითოეული ჰორიზონტის ჩამიწების საერთო ქსელი. ამ მიზნით დასაშვებია ჰორიზონტებს შორის გაყვანილი ძალური კაბელის ჯავშნის გამოყენება. თუ ასეთი კაბელი არ არსებობს, ჰორიზონტის ჩამიწების საერთო ქსელის მთავარ ჩამამიწებელთან მიერთება უნდა განხორციელდეს სპეციალურად გაყვანილი გაშიშვლებული გამტარის საშუალებით.

7. შახტში მთავარი ჩამამიწებლები უნდა მოეწყოს ზუმპფებსა და წყალსაკრებებში.

8. შახტში უნდა მოეწყოს სხვადასხვა ადგილზე განლაგებული, სულ ცოტა, ორი ჩამამიწებელი, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთ-ერთი ჩამამიწებლის დათვალიერების, წმენდის ან რემონტის დროს.

9. ამოსაღები ბლოკების დამოუკიდებელი ელექტრომომარაგებისას, როდესაც არაა გათვალისწინებული მთავარი წყალამოღვრა, მთავარი ჩამამიწებლები უნდა მოთავსდეს ზუმპფებში ან წყლით შევსებულ სპეციალურ ჭაში.

10. შტრეკის წყალსარინ  არხში (ღარაკში) ან სხვა ადგილებში ადგილობრივი ჩამამიწებლისთვის უნდა მოეწყოს ხელოვნური ჩამამიწებელი. ადგილობრივ ჩამამიწებლად დასაშვებია ლითონის ჩარჩოსებრი ან ანკერული სამაგრის გამოყენება.

11. ლითონისკორპუსიან საკაბელო ქუროს (გარდა გადასატანი მანქანის მკვებავი, მოქნილი კაბელის მაერთებლისა) უნდა ჰქონდეს შახტის ჩამიწების საერთო ქსელთან მიერთებული ადგილობრივი ჩამიწება.

12. საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას რელსების უშუალო სიახლოვეს მუდმივი დენის ელექტროდანადგარის ჩამიწება უნდა მოეწყოს ჩასამიწებელი კორპუსის იმ  რელსებთან მიერთებით, რომლებიც გამოყენებულია საკონტაქტო ქსელის უკუსადენად.

13. გადასატანი მანქანის, სანგრევის კონვეიერის, სანგრევის პირას დადგმული ელექტრული აპარატის, მოქნილი კაბელით ქსელთან მიერთებული სანათის, აგრეთვე, სარელსო გადასაადგილებელ პლატფორმაზე დადგმული ელექტრომოწყობილობის (გადასატანი ქვესადგურის გარდა) კორპუსების ჩამიწება უნდა მოეწყოს სტანდარტის  ნორმების შესაბამისად.

14. ნებისმიერ ჩამამიწებელთან გაზომილი ჩამიწების ქსელის საერთო გარდამავალი წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ომს.

თავი XVI. განათება, კავშირი და სიგნალიზაც