1. შახტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულად შეთავსებადი კავშირის და სიგნალიზაციის შემდეგი სახეობები:
ა) კავშირის სისტემა (აპარატების დადგმის ადგილები უნდა განისაზღვროს პროექტით);
ბ) საერთო-საშახტო ავარიული მაუწყებელი სიგნალიზაცია, რომელიც გვირაბებში უნდა უზრუნველყოფდეს მიწისქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ავარიის შესახებ შეტყობინებას, ავარიის შესახებ შახტიდან გადაცემული შეტყობინების შახტის ზედაპირზე მიღებას და ავარიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხმოვანი მოლაპარაკებების წარმოების და მითითებების ავტომატურად ჩაწერას;
გ) ტექნოლოგიურ უბნებზე (აწევა, ტრანსპორტი, საწმენდი სანგრევები და სხვ.) ადგილობრივი და მაფრთხილებელი სიგნალიზაცია;
დ) სამსახურებრივი გადალაპარაკების ავტომატურად ჩაწერის რეგისტრატორი.
2. ადამიანების ამწევი და ჩასაყვანი გალები აღჭურვილი უნდა იყოს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებით.
3. ქსელური კვების კავშირის მოწყობილობას უნდა ჰქონდეს სარეზერვო ავტონომიური წყარო, რომელმაც ელ. კვების შეწყვეტისას უნდა უზრუნველყოს მისი მუშაობა სტანდარტით განსაზღვრული დროის განმავლობაში.
კარი VI
მიწისქვეშა ხანძრის პროფილაქტიკა და ჩაქრობა