1. მაღალი (1000 ვ-ზე მეტი) ძაბვის მიწისქვეშა ქსელის არსებობისას, მკვებავი ხაზები, ტრანსფორმატორები (გადასატანი ქვესადგურები) და ელექტროძრავები დაცული უნდა იყოს მოკლე შერთვის დენისა და მიწაზე გაჟონვისგან (შერთვისგან).
2. მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის მკვებავ ხაზებზე დასაშვებია მაქსიმალური დენური დაცვის გამოყენება დროის დაყოვნებით და მყისიერი გამორთვის მოქმედებით. ასევე დაცვა უნდა ვრცელდებოდეს მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის სალტეების ნაკრებზეც. ელექტროძრავასთვის გათვალისწინებული უნდა იყოს გადატვირთვის დენისგან დაცვა და ნულოვანი დაცვა.
3. დაცვის ამოქმედების შედეგად ქსელის გათიშვისას დასაშვებია ერთჯერადი მოქმედების ავტომატური ჩართვის მოწყობილობის გამოყენება, აგრეთვე, სარეზერვო ავტომატური ჩართვის მოწყობილობის გამოყენება, თუ მკვებავ ხაზებსა და ელექტრომოწყობილობაზე მათი იზოლაციის დაზიანებისას და მოკლე შერთვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ძაბვის მიწოდების გამთიშველი ბლოკირების აპარატურა.
4. ზედაპირიდან, ჭაბურღილში გამავალი კაბელით მიწისქვეშა ელექტრომიმღებების კვებისას, ჭაბურღილის ქვეშ, მისგან გაჟონვის დენისგან დაცვის აპარატით აღჭურვილი ავტომატური ამომრთველის დაყენების მანძილი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.
5. გაჟონვის დენისგან დაცვის მოთხოვნები არ ვრცელდება აფეთქებაუსაფრთხო სისტემებზე.
6. ელექტრომოწყობილობებზე დამცავი ამორთვის ყველა შემთხვევაში დასაშვებია ერთჯერადად ავტომატური ჩართვა, თუ კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა აღჭურვილია მაქსიმალური დენის და მიწაზე დენის გაჟონვისგან (შერთვისგან) დაცვით, რომელიც ამოქმედებისას უზრუნველყოფს მკვებავ ხაზზე ან ელექტროდანადგარზე ძაბვის მიწოდების ბლოკირებას.
7. ელექტროგამანაწილებელ მოწყობილობებში აკრძალულია არაკალიბრული დნობადი სადგმელების და მცველების გამოყენება ვაზნების გარეშ