1. საკონვეიერო დანადგარს უნდა ჰქონდეს:

ა) მოწყობილობა მთელ სიგრძეზე ნებისმიერი წერტილიდან კონვეიერის   ავარიული გაჩერებისათვის;

ბ) სიგნალიზაცია ამუშავების დაწყებისათვის;

გ) მაბლოკირებელი მოწყობილობა, რომელიც კონვეიერის დაცვის ამოქმედების  შემდეგ გამორიცხავს დისტანციური ამუშავების შესაძლებლობას;

დ) მოწყობილობა, რომელიც ჩართული ამძრავისას ლენტის გაჩერების  შემთხვევაში გამორთავს კონვეიერს;

ე)  მოაჯირით შემოღობილი გადასასვლელი ბოგები;

ვ) დამცავი მოწყობილობა კონვეიერის ქვეშ გასასვლელ ადგილებში გადასაადგილებელი მასალის ვარდნილი ნაჭრებისაგან ადამიანების დასაცავად.

2. სიბნელეში ყველა სამუშაო ადგილი  და გასასვლელი უნდა იყოს განათებული.

3. საკონვეიერო გალერეაში კონვეიერსა და კედელს, აგრეთვე ორ კონვეიერს შორის ადამიანებისათვის გასასვლელის ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

4. ლენტური კონვეიერის ამძრავ, დამჭიმ, გადამხრელ და ბოლო სადგურებს უნდა ჰქონდეს შემოღობვა, რომელიც კონვეიერების მუშაობის დროს გამორიცხავს დოლებთან დაბნეული მასალის ხელით აწმენდას. კონვეიერის ამძრავ ძრავასთან შემოღობვა ისე უნდა იყოს ბლოკირებული, რომ გამოირიცხოს ძრავას ამუშავება მოხსნილი შემოღობვის შემთხვევაში.

5. კონვეიერზე უნდა დაიდგას ლენტის გამწმენდი მოწყობილობა, რომლის წესივრულობა ყოველ ცვლაში უნდა შეამოწმოს  ცვლის ტექნიკურმა ზედამხედველმა პირმა. ჩახერგილ კონვეიერზე მუშაობა აკრძალულია.

6. სარემონტო სამუშაოები, ხელით შეზეთვა და კონვეიერის გაწმენდა უნდა შესრულდეს მხოლოდ გაჩერებულ კონვეიერსა და ბლოკირებულ ასამუშავებელ მოწყობილობაზე.

7.  80 ზე მეტი დახრით დაყენებული ლენტური კონვეიერი აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო ავტომატური სამუხრუჭო მოწყობილობით, რომელიც უნდა ამუშავდეს ძრავას გამორთვისა