1. გადასატანი ელექტროდანადგარების კვებისათვის 35 კვ-ზე მეტი ძაბვის გამოყენება დაუშვებელია.
2. ელექტროდანადგარებს, რომელთა ძაბვა 35 კვ-ს არ აღემატება, უნდა ჰქონდეს იზოლირებული ნეიტრალი.
3. მცველების დნობადი სადგმელი დაკალიბრებული უნდა იყოს დამამზადებელი ქარხნის ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის მიერ და დაღზე ნაჩვენები უნდა ჰქონდეს სადგმელის ნომინალური დენი. დაუკალიბრებელი დნობადი სადგმელის გამოყენება აკრძალულია. მისი შეცვლა დასაშვებია მოხსნილი ძაბვისას. სადგმელის შეცვლა ჭექაქუხილის დროს დაუშვებელია.
4. კარიერზე მომუშავეები უნდა ფლობდნენ ელექტროდენით დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხერხებ