1. საკონვეიერო დანადგარის მუშაობისას აკრძალულია:
ა) ადამიანების გადაყვანა ამ მიზნისათვის მოუწყობელი კონვეიერებით;
ბ) ლენტით მოწყობილობის ტრანსპორტირება;
გ) ამძრავ დოლზე კოლოფონის ან სხვა მასალების დაყრა ლენტის წაბუქსავების აღმოფხვრის მიზნით;
დ) მოძრავი ლენტის ხელით მიმართვა.
2. ბუნკერებში ადამიანების ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ ჩამტვირთავი კონვეიერების გაჩერების შემდეგ და უნდა ხდებოდეს ბუნკერის კედელზე დამაგრებული კიბეებით. ბუნკერში ჩასვლა და იქ მუშაობა უნდა წარმოებდეს საწარმოს ხელმძღვანელობის ნებართვითა და ტექნიკური ზედამხედველი პირის მეთვალყურეობით. ჩამტვირთავი კონვეიერის ასამუშავებელი აპარატურის გამორთულ სახელურებზე უნდა გამოიკრას პლაკატები “არ ჩართოთ - მუშაობენ ადამიანები”.
3. ბუნკერში ჩამსვლელ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი და ჰქონდეთ ბუნკერის ზედა ნაწილში დამაგრებული მცველი სარტყლები და ბაგირები.
4. “საცობების” ლიკვიდაციისათვის ბუნკერი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური მოწყობილობით. ბუნკერის განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საშახტო შესრულების სანათები.
5. ადამიანების ისეთ ბუნკერში ჩასვლის წინ, რომელშიც სამთო მასა გამოყოფს აირად ნივთიერებებს, საჭიროა ჩატარდეს ჰაერის სინჯების ანალიზი.
6. კონვეიერის ლენტის მოძრაობის სიჩქარე ქანის ხელით გამორჩევისას არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მ/წმ-ს. ქანის გამორჩევის ადგილას ლენტი უნდა იყოს შემოღობილი.
კარი V
ელექტროდანადგარები
ელექტროდანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ზოგადი დებულებე