1. კარიერზე საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციისას აუცილებელია საგზაო მოძრაობის წესებითა და საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოებისათვის უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვით ხელმძღვანელობა იმ ნაწილში, სადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან რეგლამენტს. ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად წესივრული და უნდა ჰქონდეს უკან ხედვის სარკე, მოქმედი ხმოვანი და შუქური სიგნალიზაცია და განათება.

2. კარიერზე ავტომობილის მუშაობისას აკრძალულია:

ა) ავტომობილის მოძრაობა აწეული ძარათი;

ბ) დატვირთვის ადგილისაკენ 30 მ-ზე მეტ მანძილზე უკუსვლით გადაადგილება (ტრანშეას გაყვანის შემთხვევის გარდა);

გ) გარეშე ადამიანების კაბინით გადაყვანა. ნებადართულია ტექნოლოგიურიავტომობილების კაბინებით ტექნიკური ზედამხედველი პირებისა და   ცალკეული მომსახურე პერსონალის გადაადგილება, თუ მათ აქვთ წერილობითი        ნებართვა და კაბინაში ადგილი;

დ) ავტომობილის დატოვება დაღმართსა და აღმართზე. დაღმართსა და აღმართზე ტექნიკური უწესივრობის გამო ავტომობილის გაჩერებისას მძღოლმა უნდა     მიიღოს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ ავტომობილის თვითნებურ  მოძრაობას _ გამორთოს ძრავა, დაამუხრუჭოს მანქანა, თვლების ქვეშ დადოს    საბჯენები (ბუნიკები);

ე) ძრავის ამუშავება ავტომობილის დაღმართზე დაგორებით.

3. ყველა შემთხვევაში ავტომობილის უკუსვლით მოძრაობისას საჭიროა უწყვეტი ხმოვანი სიგნალის მიცემა, ხოლო 10 ტ და მეტი ტვირთამწეობის ავტომობილის უკუსვლით გადაადგილებისას ხმოვანი სიგნალი ავტომატურად უნდა ჩაირთოს.

4. კარიერზე ავტომობილით ადამიანების გადაყვანა დასაშვებია საწარმოში დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მარშრუტებით დროის, გადაადგილების სიჩქარის მითითებით და მხოლოდ ავტობუსებით და ადამიანების გადასაყვანად სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილებით.

5. ადამიანების ჩასხდომის ბაქნები უნდა იყოს ჰორიზონტალური.

6. აკრძალულია ჩასხდომის ბაქნების მოწყობა გზის სავალ ნაწილზე.

თავი XVIII

საკონვეიერო ტრანსპორ