1. ჩიხური გვირაბის განიავება უნდა წარმოებდეს საერთო-საშახტო დეპრესიით ან ადგილობრივი განიავების ვენტილატორით. საერთო-საშახტო დეპრესიით განიავებისა და ფენებში გვირაბების ვიწრო სანგრევით (შტრეკით, ქანობით და ბრემსბერგით და სხვა) გაყვანისას ჰაერის გამომავალი ჭავლისათვის გაყვანილი უნდა იქნეს პარალელური გვირაბები, რომლებიც ძირითად გვირაბს უნდა შეუერთდეს სასულეებით (გამკვეთებით). ახალი სასულეების გაყვანის შემდეგ ძველ სასულეებში უნდა მოეწყოს ჰაერშეუღწევი მუდმივი ზღუდარები. ჩიხური გვირაბის გაყვანისას აკრძალულია მისგან ახალი ჩიხური გვირაბის გაყვანა.
2. ჩიხურ გვირაბში ვენტილატორის გაჩერების ან ვენტილაციის დარღვევისას სამუშაოები უნდა შეწყდეს, ელექტრომოწყობილობაზე ძაბვა ავტომატურად უნდა მოიხსნას და ადამიანები სასწრაფოდ უნდა გამოვიდნენ განიავებულ გვირაბში. ამასთან, ჩიხური გვირაბის პირზე უნდა დაიდგას ამკრძალავი ნიშანი.
3. დაჭირხვნაზე მომუშავე ვენტილატორი დაყენებული უნდა იქნეს ჰაერის სუფთაჭავლიან გვირაბში.
4. სტანდარტის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს:
ა) მანძილი ჩიხური გვირაბის გაყვანისას, ჰაერის გამომავალი ჭავლისათვის გაყვანილ პარალელურ გვირაბსა და ძირითადი გვირაბის შემაერთებელ სასულეებს (გამკვეთებით) შორის.
ბ) ადამიანების მუდმივი ყოფნის ადგილებიდან ადგილობრივი განიავების ვენტილატორის განთავსების უსაფრთხო მანძილი;
გ) აირიან და უაირო შახტებში ჩიხური სანგრევით (ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკალური) გვირაბის გაყვანისას მანძილი სავენტილაციო მილების ბოლოდან სანგრევამდე;
5. საწმენდ გვირაბში ვენტილატორი შეიძლება დაყენებულ იქნეს ადგილობრივი გეოლოგიური აშლილობის (ქანების არაერთგვაროვნების) ზონებში შემოვლითი გეზენკების (სასულეების) გაყვანისას იმ პირობით, რომ საწმენდი სანგრევიდან მოწყობილია გასასვლელები.
6. აირსაშიშ შახტზე აკრძალულია ერთი განშტოებული მილსადენით ორი ან მეტი გვირაბის განიავება.
7. ადგილობრივი განიავების ვენტილატორთან დადგმული უნდა იქნეს დაფა, ან სხვა ინფორმაციის მატარებელი საშუალება რომელზეც უნდა აისახოს გვირაბის განიავების ძირითადი პარამეტრები.
8. აკრძალულია პნევმოძრავიანი ვენტილატორის დაყენება გვირაბებში, გარდა საწმენდი სანგრევების მომიჯნავე სავენტილაციო გვირაბების გაყვანის ან გაუქმებისას.
9. მშენებლობის დროს ჭაურები (შურფები) უნდა განიავდეს მთელ სიღრმეზე. ვერტიკალური ჭაურების (შურფების) გაყვანისას გამოყენებული უნდა იყოს ხისტი მასალის სავენტილაციო მილები.
10. ვერტიკალური ჭაურების (შურფების) გაყვანისას აკრძალულია მოქნილი სავენტილაციო მილის გამოყენება, გარდა უშუალოდ ჭაურის (შურფის) სანგრევის განიავებისას.
(დამატებითი მოთხოვნებ