1. მაღაროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და შესრულებული, რომ არ წარმოიშვას მიწისქვეშა ხანძარი. ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ყველა ტექნოლოგიური პროცესის ან სარემონტო სამუშაოს და სამთო დანადგარის ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ეფექტური ლოკალიზაცია და მისი ჩაქრობა საწყის სტადიაში.

2. კვერშლაგების შეუღლების ადგილები საველე შტრეკებთან და ჯგუფურ საველე შუროებთან უნდა გამაგრდეს ხანძარმედეგი სამაგრით.

3. ყველა ნამუშევარი ველი და გამოუყენებელი გვირაბი უნდა იყოს იზოლირებული (ამოფიცრული).

4. ობიექტის გვირაბში და ზედაპირზე (გვირაბში შესასვლელიდან არა უმეტეს 100 მ მანძილზე) მოწყობილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სტენდები.

5. ობიექტზე საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაოები უნდა შესრულდეს ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვით ტექნიკური ზედამხედველის მეთვალყურეობით.

6. საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაობის წარმოება და სამუშაოს დამთავრების შემდეგ გასატარებელი ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეიძლება ელექტროშედუღებით სარგებლობა, დასაშვებია ნავთსაჭრელის გამოყენება, ამასთან, ეს უკანასკნელი აღჭურვილი უნდა იყოს ჟანგბადის შლანგში უკუდარტყმის გავრცელების თავიდან ასაცილებელი სარქველი