1. ელექტრული მანქანებისა და მოწყობილობის კვებისათვის გამოყენებული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ სიდიდეებს.
2. მაღაროს მიწისქვეშა ქსელის მოკლე შერთვის სიმძლავრე უნდა შეიზღუდოს სიდიდით, რომელიც შეესაბამება მაღაროში დადგმული ელექტრომოწყობილობის და კაბელების კვეთის ნომინალურ მახასიათებლებს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 100 მეგავატს.
3. ელექტრომოწყობილობის მომჭერებთან კაბელის ძარღვების მიერთება უნდა მოხდეს ბუნიკების, სპეციალური საყელურების და სხვა მსგავსი სამარჯვების გამოყენებით, რომელიც გამორიცხავს მომჭერის გარეთ კაბელის ძარღვების მავთულების არსებობას.
4. აკრძალულია კაბელების რამდენიმე ძარღვის ერთ მომჭერთან შეერთება, თუ მას არ ითვალისწინებს მომჭერის კონსტრუქცია.
5. მიწისქვეშა გამონამუშევრებში დასაშვებია აფეთქებადაცვითი (მეთანის არსებობის შემთხვევაში) და მაღაროს შესრულების ელექტრული მანქანების, ტრანსფორმატორების, აპარატების და მოწყობილობების გამოყენებ