1. ბურღვის დაწყებამდე საბურღი დაზგა საიმედოდ უნდა დამაგრდეს გვირაბში გამბჯენი სვეტების ან დომკრატების საშუალებით. აკრძალულია საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება.
2. საბურღი დაზგის ყველა მბრუნავი ნაწილი საიმედოდ უნდა იყოს შემოღობილი. აკრძალულია დაზგის მუშაობის დროს მანიპულატორების ქვეშ მომსახურე პერსონალის ყოფნა.
3. საბურღი დაზგების დათვალიერება, შემოწმება, მიმდინარე რემონტი და გამართვა შეიძლება მხოლოდ მისი ქსელიდან გამორთვისა და ძრავას მთლიანად გაჩერების შემდეგ, საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისა