1. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო;
ბ) გვირაბებისა და გარე განათების სამმართველო.
3. საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას მიეკუთვნება, საავტომობილო გზების (მათ შორის, ხიდები და გვირაბები) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი;
ბ) შესაბამისი სამუშაოების მიღების მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
გ) სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
დ) სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამუშაოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულებების მოქმედების ვადით;
ზ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
თ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან შესასრულებელ სამუშაოებზე დეპარტამენტში წარდგენილი გეგმა-პროგნოზის მიღება;
ი) საავტომობილო გზების/ხიდების/გვირაბების საექსპლუატაციო მდგომარეობის მონიტორინგი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალების შემთხვევაში სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ლ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
მ) საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების და განათების სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზებზე არსებული გვირაბების მართვა საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
ო) გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
პ) დასრულებული სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) სამუშაოების განმახორციელებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
რ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ქ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ღ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მიმართ ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურის გზების, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო, ხოლო გვირაბებისა და გარე განათების მიმართ, ასრულებს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე შეკეთების სამსახურის გვირაბებისა და გარე განათების სამმართველ