1. საპროექტო სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. საპროექტო სამსახურში მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) საგზაო პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველო.
3. საპროექტო სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო სამუშაოებისა და საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ვ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის;
თ) შესაბამისი საგზაო სამუშაოების, ხელოვნური ნაგებობის მიმართ განსახორციელებელი სამუშაოების, სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება;
ი) შესაბამის პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
კ) დეპარტამენტის მიერ საპროექტო მომსახურების გაწევის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ამოცანებს საგზაო პროექტებთან მიმართებაში ასრულებს საგზაო პროექტების მართვის სამმართველო, ხოლო ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების პროექტებთან მიმართებაში – ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების სამმართველ