1. ნაპირდაცვის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. ნაპირდაცვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;
ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე საპროექტო მომსახურების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოებისათვის ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ვ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ზ) შესაბამის პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების განსაზღვრა;
ი) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვითი ღონისძიებების გეგმების დადგენის უზრუნველყოფა;
კ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ავარიულ უბნებზე მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება;
ლ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
მ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში კანონით დადგენილი წესით საქმიანობის შეთანხმება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
პ) შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
ფ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ