1. შიდა აუდიტის სამსახური არის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში შიდა აუდიტის განხორციელება საკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობის მეშვეობით;
ბ) დეპარტამენტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
ე) დეპარტამენტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ზ) დეპარტამენტში არსებული აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ზეპირი ან წერილობითი ფორმით;
ი) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი;
კ) დეპარტამენტის სამსახურებიდან მოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე (მოითხოვოს მათზე დაშვება), მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისგან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით), აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გაეცნოს ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ლ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, მის საჯარო მოსამსახურეებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება დეპარტამენტის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;
მ) საჭიროების შემთხვევაში, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისთვის მოიწვიოს დეპარტამენტის ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის, მოითხოვოს დეპარტამენტში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტის, აგრეთვე შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტის ან/და ექსპერტ(ებ)ის მოწვევა, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით;
ნ) სამსახურის კომპეტენციის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ო) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენს:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;
დ) დადგენილი წესით გასცეს რეკომენდაციები შიდა აუდიტის ობიექტისათვის და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;
ე) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტორულ ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით;
ვ) საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარდგენილი მოსაზრება;
ზ) საბოლოო სახით ჩამოყალიბებული შიდა აუდიტორული ანგარიში, აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგინოს თავმჯდომარეს;
თ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტისგან მიღებული, აგრეთვე სამსახურის მიერ მოძიებული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოებისა და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგინოს დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ჰარმონიზაციის ცენტრს;
ლ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში სამართალდარღვევის ფაქტის ან/და სამსახურებრივი გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგინოს დეპარტამენტის თავმჯდომარე