1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს კანონისა და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ასრულებს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარწმუნებელ ფუნქციას და, მათ შორის, უზრუნველყოფს:
ა) ფინანსური მართვის, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
ბ) საპენსიო ფონდის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასებას;
გ) საპენსიო ფონდის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტის მიზნებისათვის;
ე) საპენსიო ფონდის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის სათანადოდ დაცულობის შეფასებას;
ვ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს საპენსიო ფონდის საქმიანობის სპეციფიკიდან;
ზ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურასა და დებულებას შეიმუშავებს შიდა აუდიტის უფროსი გენერალურ დირექტორთან და აუდიტის კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.
4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს საპენსიო ფონდში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო და აღნიშნული მიზნებისათვის შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ჰქონდეს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესრულებისთვის, და მიიღოს ინფორმაცია ყველა იმ ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარის და სხვა საპენსიო ფონდისათვის მომსახურების განმახორციელებელი პირების მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპენსიო ფონდის თანამშრომლები, აღმასრულებელი დირექტორები და მმართველობითი საბჭოს წევრები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან.
6. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წინაშე.
7. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშებს წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აუდიტის კომიტეტს და დირექტორატს.
8. შიდა აუდიტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფუნქციები დროებით დაეკისრება შიდა აუდიტის უფროსის მოადგილეს, რომელსაც მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს გენერალური დირექტორი და რომელიც, ამავდროულად, აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესით დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს.
9. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხთან დაკავშირებით გარე გასაგზავნ კორესპონდენციას. ყველა სხვა შემთხვევაში კორესპონდენციას ხელს აწერს გენერალური დირექტორი, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის