ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დასაქმების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) საპენსიო ფონდსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის სისტემების შემუშავება და დანერგვა, თანამშრომელთა შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;

ე) კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სტაჟირების სისტემის დანერგვა და ორგანიზება;

ვ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ფუნქციების შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ