1. საპენსიო ფონდი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვისა, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება.
2. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას. აუდიტის კომიტეტი დამატებით ადგენს მონაწილეთათვის დამატებითი რეგულარული ანგარიშგების შესახებ წარსადგენი ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას.
3. გარე აუდიტის განმახორციელებელ ერთ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება უწყვეტად, მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.
4. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი გარე არაფინანსური აუდიტის ჩატარება, თუ აღნიშნული მოთხოვნა აკმაყოფილებს აუდიტის კომიტეტის მოთხოვნებსა და პროცედურებს და მმართველობითი საბჭოს მიერ იქნება ნებადართულ