1. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტის ფუნქცია, სხვა საკითხებთან ერთად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს დამსაქმებელთა მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების პროცესის უზრუნველყოფას. ამ მიზნით მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე, უზრუნველყოფს დამსაქმებლების მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მონიტორინგს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევის ოქმებს. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი შეისწავლის დამსაქმებლებისა და მესამე პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

2. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება