1. საპენსიო ფონდის მიმართ პრეტენზიის შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს, მიმართოს პრეტენზიით პრეტენზიების განხილვის სამსახურს.
2. გენერალური დირექტორი შეიმუშავებს პრეტენზიების განხილვის სამსახურის დებულებასა და შიდა პროცედურებს და დამტკიცების მიზნით წარუდგენს მათ მმართველობით საბჭოს შესათანხმებლად. პრეტენზიების განხილვის სამსახურისთვის მიმართვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის, პენსიის მიმღებისა და მათი მემკვიდრისათვის, რომელთაც გააჩნიათ პრეტენზია საპენსიო ფონდის მიმართ.
3. პრეტენზიების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი თითოეული პრეტენზიის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საკითხის გამოკვლევის მიზნით, კომპეტენციის შესაბამისად, საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვას და მის საფუძვლიან შესწავლას. პრეტენზიების განხილვის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების თაობაზე, პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
4. პრეტენზიების განხილვის სამსახურის შიდა მექანიზმები უნდა ითვალისწინებდეს პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობას ელექტრონული ან სხვა ფორმით.
5. პრეტენზიების განხილვის სამსახური აღრიცხავს საპენსიო ფონდისათვის წარდგენილ პრეტენზიებს და მარეგულირებელი წესის შესაბამისად გენერალური დირექტორი ახორციელებს ანგარიშგებას ეროვნულ ბანკთა