1. მხოლოდ მმართველობითი საბჭოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მორიგების შესახებ ნებისმიერ სამართლებრივ ქმედებასა ან მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს პოტენციურ სამართლებრივ დავას – როგორც საპენსიო ფონდის სასარგებლოდ, ისე მის წინააღმდეგ და იმ პირობებითა და წესით, რაც განსაზღვრული იქნება მმართველობითი საბჭოს მიერ.
2. საპენსიო ფონდის იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს საპენსიო ფონდი, აწარმოოს სამართლებრივი დავები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ სამართლებრივი ქმედებისა და მოთხოვნის, ასევე გამოძიებების და ადმინისტრაციული წარმოებების პროცესში, რომლებიც აღძრულია საპენსიო ფონდის, მმართველობითი საბჭოს ერთი ან რამდენიმე მოქმედი ან ყოფილი წევრის, გენერალური დირექტორის, სხვა აღმასრულებელი დირექტორების ან თანამშრომლ(ებ)ის წინააღმდეგ, საპენსიო ფონდში მისი საქმიანობიდან გამომდინარე. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც დავამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპუტაციული ან ფინანსური ზიანი და რომლის შედეგადაც შესაძლოა კანონით განსაზღვრული მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედება, ან იურიდიული დეპარტამენტი გასცემს რეკომენდაციას გარე იურიდიული წარმომადგენლის დაქირავების შესახებ. ასეთ შემთხვევებში იურიდიული დეპარტამენტი საჭიროებს მმართველობითი საბჭოს თანხმობა