1. ამ დებულების დანართ №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მმართველობითი საბჭო დაამტკიცებს მის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა (მათ შორის, მათი ცვლილების) და რეორგანიზაციის გეგმას, თუ რეორგანიზაციის გეგმით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

2. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე საპენსიო ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად.

3. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნამდე მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებების დამტკიცებას.

4. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე 2025 წლის 1 მაისამდე საპენსიო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი ყველა კომიტეტი აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ამ დებულებით განსაზღვრული საკონსულტაციო საბჭო, გენერალური დირექტორის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში, გენერალურმა დირექტორმა უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ახალი საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის კორექტირება, ასევე, რეორგანიზაციის გეგმის მომზადება და მმართველობითი საბჭოსთვის წარდგენა, ხოლო ამავე ვადაში მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტების დამტკიცება. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების მიზნით ეს ვადა ერთჯერადად გააგრძელოს 30 (ოცდაათი) დღით.

6. რეორგანიზაციის ფარგლებში გენერალური დირექტორი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოსათვის რეორგანიზაციის გეგმის წარდგენას, რომლის მომზადების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული უნდა იყვნენ სხვა აღმასრულებელი დირექტორებიც. აღნიშნულ გეგმას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. რეორგანიზაციის გეგმა უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშტატო ნუსხის საფუძველზე არსებული თანამშრომლების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს სხვა პოზიციაზე გადაყვანას.

7. მმართველობითი საბჭოს მიერ ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებამდე და შესრულების ძირითადი ინდიკატორების პირველი პერიოდის გათვალისწინებით, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით დაადგინოს პრემიის გაცემა.

8. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, ამ დებულებისაგან განსხვავებული წესით, შეარჩიოს და დანიშნოს გენერალური დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ მარეგულირებელი წესით გათვალისწინებულ შესაბამის შესაფერისობის კრიტერიუმებს.

9. მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობისათვის განსახილველი საკითხ(ებ)ის წინასწარ ინფორმირებითა და კვორუმის დაცვით, განხილული და შეთანხმებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს აღმასრულებელი დირექტორებისთვის გარკვეული  მითითებების წერილობით მიცემას, აისახება მმართველობითი საბჭოს მომდევნო სხდომის ოქმში და ძალაშია ამავე პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან. ეს პუნქტი მოქმედებს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს დანიშვნის მომენტიდან და ძალაშია მმართველობითი საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნიდან 6 (ექვსი) თვის ვადის განმავლობაშ