1. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია გადასცეს თავისი ფუნქციები/უფლებამოსილებები საპენსიო ფონდის კომიტეტ(ებ)ს, გენერალურ დირექტორს, სხვა აღმასრულებელ დირექტორს ან საპენსიო ფონდში დასაქმებულ სხვა ნებისმიერ პირს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობას. მმართველობითი საბჭოს მიერ უფლებამოსილების დელეგირება არ უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდის ორგანიზაციული მოწყობის, უფლებამოსილებათა გადანაწილებისა და იერარქიული დაქვემდებარების პრინციპების დარღვევით.

2. მმართველობითი საბჭოს მიერ რომელიმე მისი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომლითაც უნდა განისაზღვროს, საპენსიო ფონდის რომელ ორგანო(ებ)ზე/პირ(ებ)ზე ხდება დელეგირება და რომელი ფუნქციის/უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება. ყველა ასეთ დელეგირებას უნდა გააჩნდეს დელეგირების უფლების ამოქმედების თარიღი და მოქმედების ვადა.

3. დელეგირების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს დელეგირებული პირ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგს. ამ მუხლის შესაბამისად, მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირება გავლენას არ ახდენს მის პასუხისმგებლობაზ