1. საპენსიო ფონდი ვალდებულია, ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვისა, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში.

2. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას. აუდიტისა და ფინანსების კომიტეტი დამატებით ადგენს მონაწილეთათვის დამატებითი რეგულარული ანგარიშგების შესახებ წარსადგენი ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას.

3. ერთ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება.

4. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი გარე არაფინანსური აუდიტის ჩატარება, თუ აღნიშნული მოთხოვნა აკმაყოფილებს აუდიტისა და ფინანსების კომიტეტის მოთხოვნებსა და პროცედურებს და მმართველობითი საბჭოს მიერ იქნება ნებადართულ