1. მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტის ფუნქცია, სხვა საკითხებთან ერთად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიცავს დამსაქმებელთა მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების პროცესის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, მონიტორინგისა და აღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს ადმინისტრაციული წარმოებას განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე, უზრუნველყოფს დამსაქმებლების მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მონიტორინგს და ადგენს შესაბამის ანგარიშებს/სამართალდარღვევის ოქმებს. მონიტორინგის და აღსრულების  დეპარტამენტი წარმოადგენს საპენსიო ფონდს აღნიშნულ საქმეებში და შეისწავლის დამსაქმებლებისა და მესამე პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების მიზნით.

2. მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ