ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დასაქმების პროცესის ორგანიზება და მართვა;

გ) საპენსიო ფონდსა და თანამშრომლებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო დოკუმენტური გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;

დ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სტაჟირების სისტემის დანერგვა და ორგანიზება;

ვ) მოქმედი კანონდებლობითა და სათანადო რეგულაციებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ