1. საპენსიო ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასური, რომელიც გამოითვლება და გამოიქვითება საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან კანონის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსულობები და სახსრები მოხმარდება საპენსიო ფონდის მხოლოდ კანონით დადგენილი მიზნების მიღწევას და შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას.
3. საპენსიო ფონდის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
4. საპენსიო ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
5. საპენსიო ფონდს აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში ეროვნულ ბანკში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.
6. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გახსნას ანგარიშები საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და მართოს საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისა