1. სახელმწიფო დამსაქმებელი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო შენატანს არ ახორციელებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, არამედ ასეთი საპენსიო შენატანი ხორციელდება სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ სახაზინო სამსახურის სისტემის მეშვეობით.

2. სახელმწიფო დამსაქმებლის დასაქმებულის საპენსიო შენატანი ხორციელდება სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის გაცემის დღეს.

3. სახელმწიფო დამსაქმებელი ვალდებულია კანონით გათვალისწინებული თითოეული დასაქმებულისათვის ხელფასის გადარიცხვისას მათ შესახებ შემდეგი ინფორმაცია მიაწოდოს სახაზინო სამსახურს: სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სახელის და გვარის შევსება სავალდებულოა ქართულად, სხვა შემთხვევაში ელექტრონული სისტემა პირადი ინფორმაციის გადამოწმების დროს დააფიქსირებს შეცდომას და ვერ გაგრძელდება საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭირო შემდგომი პროცესი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო დამსაქმებლის თითოეულ დასაქმებულთან მიმართებაში სახაზინო სამსახური ვალდებულია საპენსიო ფონდს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი ხელფასის შესახებ. სახაზინო სამსახური სახელმწიფო დასაქმებულების საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით, დამსაქმებლების იდენტიფიცირების გარეშე, უზრუნველყოფს ასეთი დასაქმებულების შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დასაქმებულის ხარჯით განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ოდენობა) საპენსიო ფონდისათვის მიწოდებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საპენსიო ფონდის მიერ ელექტრონულ სისტემაში მიღების შემდგომ, ელექტრონული სისტემის მიერ მუშავდება აღნიშნული ინფორმაცია, გენერირდება საპენსიო დეკლარაცია/დეკლარაციები და არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს შესაბამისი საპენსიო შენატანები აისახება დასაქმებულების  ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშზე.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის სახაზინო სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების დაზუსტებისათვის/განსაზღვრისათვის საპენსიო ფონდი და სახაზინო სამსახური უფლებამოსილნი არიან გააფორმონ ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმ