1. მონაწილე, პენსიის მიმღები პირი ან/და საპენსიო სქემიდან გასული პირი პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით (შემდგომში – განმცხადებელი), უფლებამოსილია შესაბამის საპენსიო გვერდზე წვდომისათვის/ავტორიზაციისათვის, მათ შორის რეგისტრაციისთვის დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების მიზნით, მიმართოს საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მისამართზე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცხადების გზით და ამ ინსტრუქციის შესაბამისად წარადგინოს შესაბამისი განცხადება. საპენსიო ფონდის მისამართი და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება და მისამართ(ებ)ი) მითითებულია ვებგვერდზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლის მეშვეობით საპენსიო ფონდისათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნით, საპენსიო ფონდისათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი  ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს შესაბამისი მონაწილის, პენსიის მიმღები პირის ან/და საპენსიო სქემიდან გასული პირის პირად ნომერს  და დაბადების წელს.

5. უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს შესაბამისი პირის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს განმცხადებელს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გენერირებული საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამის პირს აქვს შესაბამისი საპენსიო გვერდი, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შემდეგი სახის განცხადების გენერირებას:

ა) საპენსიო გვერდზე წვდომისათვის რეგისტრაციის მიზნით დროებითი პაროლ(ებ)ის მიღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის პირს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის  ან მე-5 მუხლის საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების თარიღამდე გავლილი არ აქვს რეგისტრაცია; ან

ბ) საპენსიო გვერდზე წვდომისათვის საჭირო პაროლის აღდგენის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის პირს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების თარიღამდე  გავლილი აქვს რეგისტრაცია.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილის შესაბამისად, შესაბამისი განცხადების გენერირების შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი ამობეჭდავს განცხადებას და გადაცემს განმცხადებელს, გაცნობის და ხელმოწერის მიზნით.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გენერირებული სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამის პირს არ აქვს საპენსიო გვერდი,  ელექტრონული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას დაგენერირდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ) განცხადების ნომერი და თარიღი;

გ) განმცხადებლის ტელეფონის ნომერი და ფაქტობრივი მისამართი;

დ) განმცხადებლის შესაბამისი მოთხოვნა, რომელშიც ასევე მითითებული უნდა იქნეს ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს დროებითი პაროლ(ებ)ის ან ვერიფიკაციის ბმულის გადაგზავნა, შემდგომში შესაბამის საპენსიო გვერდზე წვდომის/ავტორიზაციის მიზნისათვის;

ე) განმცხადებლის ხელმოწერის გრაფა;

ვ) წარმომადგენლის მეშვეობით მომართვის შემთხვევაში განცხადებაში ასევე მიეთითება, მონაწილის, პენსიის მიმღები პირის ან/და საპენსიო სქემიდან გასული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი.

10. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ეთანხმება ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის განცხადებას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი უარს განაცხადებს განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით, შესაბამისი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის შეტყობინებას, რომელიც გაიგზავნება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, კერძოდ:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, დროებითი პაროლ(ებ)ი და My.pensions.ge-ზე რეგისტრაციის ფორმის ბმული, რომლიც, თავის მხრივ, მოიცავს თანმიმდევრულ მითითებებს განსახორციელებელი ქმედებების შესახებ;

ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ვერიფიკაციის ბმულ