1. თითოეული დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანებულად ითვლება დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების საფუძველზე, მათ შორის კანონით და ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დასაქმებულის ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში.
2. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში, მისი დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანებულად ითვლება, სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული პირველი საპენსიო შენატანის საფუძველზე, მათ შორის კანონით და ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დასაქმებულის ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში.
3. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი წლიური დეკლარაციის წარმოდგენის გზით, აღნიშნულ დეკლარაციაში მითითებული პერიოდიდან. ხოლო 2025 წლის 1 მაისიდან დასაქმებული საპენსიო სქემაში გაწევრიანდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების გზით, შესაბამისი დეკლარაციის თარიღიდან.
4. საპენსიო ფონდი დასაქმებულს საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშზე წვდომას ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულის საპენსიო გვერდის მეშვეობით.
5. დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომისთვის აუცილებელია დასაქმებულის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში.
6. თითოეული მონაწილის რეგისტრირებისთვის ელექტრონული სისტემა, შესაბამისი დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე, აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს) და დროებით პაროლს, რომელიც მონაწილეს შეუძლია მიიღოს საპენსიო ფონდში ან/და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესით.
7. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების თაობაზე საპენსიო ფონდისათვის მიმართვისას, შესაბამისი განცხადების დაკმაყოფილების შემდგომ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს (მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს) და დროებით პაროლს, რაც გადაეცემა განმცხადებელს ამ წესის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით.
8. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს ვებგვერდიდან შესაბამის ბმულზე, მიუთითოს მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი, შეცვალოს დროებითი პაროლი ახალი პაროლით. რეგისტრაციის გავლისას დასაქმებული ასევე ვალდებულია მიუთითოს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
9. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მომხმარებლის სახელისა და დროებითი პაროლის მეშვეობით რეგისტრაცია/ავტორიზაციისა, დასაქმებული/პენსიის მიმღები უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით ან ელექტრონულ სისტემაში არსებული სხვა საშუალებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში